პაპუაშვილი – ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებზე: რთულია, ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ

“ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზული აღარც არის, რთულია ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქართველოს ათი მოქალაქის დასანქცირებას გამოეხმაურა.

„სამი ქვეყანაა, რომელიც წესით კარგად უნდა ხვდებოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ესენი გადაემტერნენ ქართველ ხალხს. ეს კულმინაცია ამ მტრული პოლიტიკის გამოვლინების. გახსოვთ წინა წლები, ვინ იყვნენ სააკაშვილის გულშემატკივრები? ბალტიის პოლიტიკური ელიტა. ვინ იყო, ვინც ყოველთვის ცდილობდა,აერია სიტუაცია იმ მხრივ, რომ სააკაშვილს ცხვირში გვტენიდნენ, იყო ბალტიის პოლიტიკური ელიტა. ასე, რომ ეს არის კულმინაცია იმ ანტიქართული პოლიტიკის, რომელიც სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნებში არის გატარებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები