მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა იზრდება

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.
2018 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 10 829 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 247 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 358 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
2018 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 8 026 მოქალაქეს;
2018 წლის სექტემბრის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 331 ერთეული ალიმენტიდან – დარეგულირებულია 4 186 საქმე.
მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები