შეხვედრა პოეტ ლია სტურუასთან
შეხვედრები ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“ გრძელდება. 20 მაისს, 19 საათზე, პოეტ ლია სტურუასთან შეხვედრა გაიმართება. ლია სტურუას პოეტური კრებული „დავიწყების დღე“ 2013 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.
ლია სტურუას ლექსები ნათარგმნია სხვადასხვა, მათ შორის: გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, ფინურ ენებზე. შეხვედრას მთარგმნელი, „საბას“ ლაურეატი, ქალბატონი მანანა ღარიბაშვილი წაუძღვება.
ეს მეხუთე შეხვედრაა ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“, რომელიც მწერალთა სახლისა და „თი-ბი-სი“ ბანკის ერთობლივი პროექტია.
პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013-ის გამარჯვებულებს შეხვდებიან. მკითხველს საშუალება ექნება, ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია. ყოველი შეხვედრა ინტერაქტიულია და ჩვენში და უცხოეთში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს ასახავს. იმავე დღეს “საბას” ელექტრონული წიგნების სახლი ლია სტურუას ელექტრონულ წიგნებს 50% -იანი ფასდაკლებით გაყიდის.