ბესიკ ხარანაულის ორი წიგნი გამოვიდა
გამომცემლობა “ინტელექტმა” ბესიკ ხარანაულის ორი ახალი წიგნი: “თარგმანი ამერიკულიდან” და “ლექსები 2003-2013” გამოსცა. “ამერიკულად ნაწერი” არის წიგნი, რომელიც მწერალს ხელში ჩაუვარდა და მკითხველის პატივსაცემად მისი თარგმნა გადაწყვიტა.
2003-2013 წლებით დათარიღებული კრებული კი იმ ლექსებს აერთიანებს, რომლებიც პოეტმა ეპიკური წიგნებიდან მეტაფიზიკურ წიგნებამდე წუთ-წამიანი ამოსუნთქვის დროს “დაიმღერა”.
სამშაბათს, 20 მაისს, 19 საათზე ბესიკ ხარანაულის ორივე წიგნის წარდგინება მოხდება.