„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისში საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგზე გამოკითხვას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი თბილისში სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს. სოციოლოგიური გამოკითხა მომზადდება საკითხზე: „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“. გამოკითხვის მიზანია დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობების დადგენა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში 700 რესპონდენტს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხავს. გამოკითხვა თბილისის სამ ნაწილში – მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ორგანიზაცია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს 15-18 ოქტომბრის შუალედში გამოაქვეყნებს. გამოკითხვა თბილისის ქუჩებში დღის მეორე ნახევარში ჩატარდება.
ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საარჩევნო პროცესში სოციოლოგიურ გამოკითხვებს 2013 წლიდან ახორციელებს. ბოლო გამოკითხვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკოსებისა და პარტიების ნდობის რეიტინგის დადგენას ემსახურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები