“დამზადებულია საქართველოში- მოითხოვე ქართული“ – ქართული პროდუქციის გამოფენა- გაყიდვა გაიმართება

ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით, “დამზადებულია საქართველოში- მოითხოვე ქართული“, დახურვის ცერემონიალი 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
​საქართველოს მეწარმეთა კავშირი და კამპანია “მოითხოვე ქართული” საქართველოში წარმოებული პროდუქციის გაყიდვა – დეგუსტაციას 12 და 13 ოქტომბერს მოაწყობს. აღნიშნული გამოფენა საქართველოს მეწარმეთა კავშირის და ააიპ “მოითხოვე ქართულის” პირველი ერთობლივი ღონისძიებაა, რომელსაც სავაჭრო და ბიზნესცენტრი “ქარვასლა” უმასპინძლებს.
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება (დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე) დააგემოვნოს და შეიძინოს საქართველოში წარმოებული 50-მდე სახეობის კვებითი პროდუქტი და სასმელი.​
საქართველოს მეწარმეთა კავშირი და ააიპ “მოითხოვე ქართული” მემორანდუმის გაფორმებასაც გეგმავენ, რომლის მიზანი ქართული წარმოების მხარდაჭერისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.
დახურვის ცერემონიალს კი საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ქართული წარმოების განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები