“ელიავას ბაზრობაზე” ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს

აგლაძის ქუჩაზე, “ელიავას ბაზრობაზე” ხანძრის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულ მეწარმეებს ზარალს სადაზღვევო კომპანია „ალფა“აუნაზღაურებს, – ამის შესახებ კომპანია „ალფას“ გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ დიასამიძემ განაცხადა, რომელიც ელიავას ბაზრობაზე მივიდა.
როგორც კახაბერ დიასამიძემ განმარტა, ბაზრობაზე „ალფას“ ბენეფიციარია 63 მეწარმე.
მისივე თქმით, ზარალი კონტრაქტის შესაბამისად გაწერილი პირობების ფარგლებში ანაზღაურდება.
„ბაზრობა და მისი მეწარმეები, ვინც აქ საქმიანობდნენ, „ალფაში“ არიან დაზღვეულნი. შესაბამისად, „ალფას“ ხელმძღვანელობა მოტივირებულია, ყველა დანაკარგი, რაც ამ შემთხვევით დადგა, თითოეულ მათგანს მაქსიმალურად ოპერატიულად აუნაზღაუროს იმ ფარგლებში, რაც შესაბამისი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ამ ბაზრობაზე ჩვენი ბენეფიციარი არის 63 მეწარმე. თავად ბაზრობა, მისი ტერიტორიაც დაზღვეულია თავისი პასუხისმგებლობით. შესაბამისად ბაზრობის ადმინისტრაციას და თითოეულ ბენეფიციარს ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ავუნაზღაურებთ ყველა დანაკარგს“, – განაცხადა კახაბერ დიასამიძემ.
შეაგახსენებთ, რომ აგლაძის ქუჩაზე, სადაც ცეცხლი ხის მასალის საწყობში გაჩნდა, დამწვარია დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები