ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აქცია „გაიღე სისხლი, დაეხმარე პატარებს“, გაიმართება
ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 16 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართება აქცია: “ვეტერანები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად”.
სისხლის გადასხმის სადგურის ექიმები, დონორობის მსურველ უწყების თანამშრომლებს და ვეტერანებს, დილის 10:00 საათიდან აუღებენ სისხლს, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, 18-დან 60 წლამდე თუ: თქვენი წონა – 50-კგ და მეტია; არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C, სიფილისი, ტუბერკულოზი; არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით; არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები; არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.
„პატარებისათვის სისხლის გაღების მსურველი ვეტერანები, მობრძანდით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, 16 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან. მისამართი: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N12ა“,-აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.