ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება.
„13 ოქტომბერს, 12:00 საათზე ლისის ტბაზე, გაიმართება მარათონი 3 კილომეტრიან დისტანციაზე; 15 ოქტომბერს, ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლეში, ტურნირი ჭადრაკში- 11:00 საათზე, ხოლო ნარდში -14:00 საათზე.
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველმა ვეტერანებმა და მათი ოჯახის წევრებმა, გთხოვთ, რეგისტრაციისთვის მოგვწეროთ უწყების ოფიციალურ facebook გვერდზე, ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@veterans.gov.ge ან დარეკოთ სამსახურის ცხელ ხაზზე: 032 2 48 16 26 “,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები