ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით პირველი რეგულარული პირდაპირი რეისი შესრულდა.
ქუთაისი-ვენის პირველ რეისთან დაკავშირებით Dunkin’ Donuts-ისა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ერთობლივი აქცია გაიმართა. პირველი რეისის გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიურპრიზი დახვდათ: რეისის 175-ვე მგზავრს სახელობითი დონატები დაურიგეს.
დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას სრულდება.
ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები