“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართუ ბანკისგან” მილიონს ითხოვს (ვიდეო)

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე „ქართუ ბანკისგან“ სესხის სახით 1 მილიონ ლარს ითხოვს.
ამ მოთხოვნით ზურაბ ჯაფარიძემ ბანკს უკვე მიმართა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, თუკი „ქართუ ბანკმა“ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 1 მილიონი ლარი სესხის სახით მისცა, ანალოგიური მოთხოვნა მასაც გაუჩნდა.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას ეკუთვნის იგივე ოდენობის თანხა წინასაარჩევნო ხარჯების დასაფარად. ამ მუხლით ისარგებლა ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ბანკმა ქართუმ 1 მილიონი ლარი ასესხა. ველით ბანკი ქართუს საკრედიტო დეპარტამენტის გადაწყვეტილება“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, „ქართუ ბანკის“ ადმინისტრაციამ მისი მოთხოვნა მიიღო და განხილვის შემდეგ პასუხს შეატყობინებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები