სალომე ზურაბიშვილი: არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე

ახალგაზრდები ზოგჯერ უნდა დავიცვათ საკუთარი თავისგანაც და მე ვიქნები ის პრეზიდენტი, ვინც ამას გააკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის არ არის და არც არასდროს იქნება მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე.
„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. მე არ ვარ და არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე. მე ვარ დედა და ბევრი დედა მოვიდა ჩემთან ამ საკითხით. მე ვიზიარებ მათ მწუხარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდები ზოგჯერ უნდა დავიცვათ საკუთარი თავისგანაც და მე ვიქნები ის პრეზიდენტი, ვინც ამას გააკეთებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები