ქართველი მეხანძრე-მაშველები სერბეთში, NATO-ს EARDCC-ის შედეგების მართვის ფართომასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სერბეთში, NATO-ს EARDCC-ის შედეგების მართვის ფართომასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობენ.
“SRBIJA2018” – ის სწავლების გახსნის ცერემონიას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი დაესწრნენ.
იენს სტოლტენბერგი ქართველ მეხანძრე-მაშველებს მიესალმა და წარმატებები უსურვა.
ფართომასშტაბიან სწავლებაში ჩართულია NATO-ს 29 მოკავშირე ქვეყნის 170 წარმომადგენელი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სწავლების მიზანია, ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, მათ შორის, სასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შესაბამისი კოორდინაციისა და თანამშრომლობის პრაქტიკაში გავარჯიშება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები