ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი

„კახი კალაძე  მერი გახდა დაპირებით -„სიცოცხლით სავსე ქალაქი”, ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითიდღე სრულდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს თბილისობა მიულოცა.

„ვინც გასული იყო დღეს ქალაქში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ასეთი დახვეწილი და ასეთი ლამაზი თბილისობა ჩვენს ქალაქს დიდი ხანია არ ჰქონია. ჩვენი მერი – კახი კალაძე, მერი გახდა დაპირებით -„სიცოცხლით სავსე ქალაქი” და ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითიდღე სრულდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი. მინდა, ჩემს ქალაქს, ჩვენს ლამაზ ქალაქს, დედაქალაქს ვუსურვო განვითარება და ძალიან ბევრი ლამაზი და ბედნიერებით აღსავსე დღე”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართეს და „თბილისობა” მიულოცეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები