საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გერტ-ჰაინრიხ არენსს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გერტ-ჰაინრიხ არენსს შეხვდა.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ჭინკორაშვილი და ეუთოს სამართლებრივი ექსპერტი ქსენია დაშუტინაც ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ისაუბრეს და მასთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მჭიდრო კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მომავალში მსგავსი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები