მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მცხეთის იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გახსნა. სიახლე საპილოტე რეჟიმში, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო. სამედიცინო პუნქტში 4 ექიმი დასაქმდა, რომლებიც მომავალში იზოლატორში მოთავსებულ პირებს ადგილზე გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას.
შერჩეულმა ექიმებმა, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში შესაბამისი გადამზადება გაიარეს.
წლის ბოლომდე, სამედიცინო პუნქტები, ეტაპობრივად სხვა იზოლატორებშიც გაიხსნება.
პროექტი, საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები