შსს თბილისობის დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ “თბილისობის” დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 5 ოქტომბერს, დილის 05:00 საათიდან, მოძრაობა აიკრძალება ევროპის მოედანზე, ასევე, მეტეხის ხიდზე. მოძრაობა აიკრძალება აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
5 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, მოძრაობა დაიკეტება რესპუბლიკის მოედანზეც. რუსთაველიდან მოძრავი ნაკადი რესპუბლიკის მოედნის გავლით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო მელიქიშვილი – კოსტავას ქუჩებიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართის გავლით, სანაპიროს მიმართულებით.
მოძრაობა შეიზღუდება აგრეთვე, ახვლედიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სრულად დაიკეტება ბარათაშვილის მარცხენა პანდუსიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.
6 ოქტომბერს, 9:00 საათიდან 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც განლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე.
მოძრაობა სრულად “თბილისობის” დღესასწაულის დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები