თამარ ტალიაშვილმა დამსახურებულ მასწავლებელს პროფესიული დღე მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა. დეპუტატი პირადად ესტუმრა ზღვისუბნის (თემქა) N149-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ჟუჟუნა პაპაშვილს და მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა.
„ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან საფუძველს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს განაპირობებს. ვულოცავ ყველა მასწავლებელს პროფესიულ დღეს. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი მათ უაღრესად გმირული და საპატიო შრომისთვის. ეს დღე პირადად მივულოცე ზღვისუბანში მდებარე სკოლის ყველაზე ღვაწლმოსილ პედაგოგს, რომელიც უკვე 50 წელია ემსახურება ამ ღირსეულ და ძალზედ საპასუხისმგებლო პროფესიას,“-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა
5 ოქტომბერი მასწავლებლის მსოფლიო დღედ იუნესკომ 1994 წელს გამოაცხადა და ის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები