გულია გოცირიძემ დამსახურებულ პედაგოგს მასწავლებლის დღე მიულოცა

თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრო-რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა, გულია გოცირიძემ მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ დამსახურებულ პედაგოგს, 79 წლის ნატა პირველს, მასწავლებლის დღე მიულოცა.
გულია გოცირიძე პედაგოგს სახლში ეწვია და მის ბიოგრაფიას გაეცნო. ნატა პირველი დაწყებითი კლასების პედაგოგად 55 წლის მანძილზე მუშაობდა. ის წლების განმავლობაში 160–ე და 184–ე სკოლების დირექტორი იყო. დეპუტატმა პედაგოგს ჯანმრთელობა უსურვა.
დამსახურებულმა მასწავლებელმა მაჟორიტარ დეპუტატს ეზოში სკვერის მოწყობის თხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები