ხუდადოვის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებულ გარბენთან დაკავშირებით, 7 ოქტომბერს, 07:00-დან 19:00 საათამდე ხუდადოვის ქუჩა N68-დან უიარაღოს ქუჩის N24-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ცოტნე დადიანის ქუჩიდან თბილისის ზღვის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ურიდიას ქუჩის გავლით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხუდადოვის ქუჩაზე, როგორც უიარაღოს ქუჩა N24-მდე, ასევე, ურიდიას ქუჩის გავლით, ივერთუბნის მიმართულებით იმოძრავებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები