ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიის საკითხზე: რუსეთის ოფიციალურ და ჟურნალისტურ წრეებში გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა

ყველა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალური თუ ჟურნალისტური წრეებისა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს კამპანია მიმართულია საქართველოში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების წინააღმდეგ.
“ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები