ბაჰრეინის სამეფოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუმარტივა

ბაჰრეინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდა, რაც საქართველოს მოქალაქეების მიერ ბაჰრეინში ამ ქვეყნის ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან საზღვარზე ბაჰრეინის ვიზის მიღების უფლებას გულისხმობს. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანისა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ ალ ხალიფას ორმხრივი შეხვედრა და ხსენებულ თემაზე შეთანხმება.
აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზეც.
„ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებას და ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებას ტურიზმისა და ინოვაციების სექტორში“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები