“რიყე-ნარიყალას” და კუს ტბის საბაგირო გზები, დროებით, მგზავრებს ვერ მოემსახურება

ძლიერი ქარის გამო “რიყე-ნარიყალას” და კუს ტბის საბაგირო გზები მგზავრებს, დროებით, ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
ცნობისთვის, დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, 10 შეტყობინებაა შესული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველაზე მეტი – 5 შეტყობინება, გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან შევიდა, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად, მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები