დავით შერაზადიშვილმა ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკო.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწიათ. 22 ოჯახს წელს პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა.
სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღეა. ომი, რომელმაც 15 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა და 300 000 დევნილად აქცია, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
,,დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღეა, ზუსტად 25 წლის წინ , 13 თვიანი ომის შემდეგ, ქალაქი სოხუმი დაეცა, საქართველომ კი, კიდევ ერთი ულამაზესი კუთხე – აფხაზეთი დაკარგა. ჩვენ ვართ თაობა, რომელთა თვალწინაც გაიარა ამ პროცესებმა, ომმა საქართველოს ყველა კუთხეს წაართვა შვილები, მათ შორის ბოლნისსაც. აფხაზეთის ომში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 281 მეომარი იბრძოდა, მათგან 10 გმირულად დაიღუპა, 14 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რომლებსაც ბოლნისი დღესაც ელის. დღეს მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი და სოფელ რაჭისუბანში მდებარე მემორიალი გვირგვინით შევამკეთ. თითოეული ჩვენთაგანის ვალია, მუდამ გვახსოვდნენ ჩვენი დროის გმირები, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას ყველაზე ძვირფასი რამ – სიცოცხლე უანგაროდ შესწირეს”,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.