გოგა ხაინდრავა: ამერიკელი ხალხი გამოფხიზლდა და დაინახა, რომ ის კატასტროფა, რასაც პორნო-ლიბერალიზმს ვეძახი, ემუქრება მათ არსებობას, იგივე მოხდა საქართველოში

ამერიკელი საზოგადოება, ამერიკელი ხალხი გამოფხიზლდა და დაინახა, რომ ის კატასტროფა, რასაც პორნო-ლიბერალიზმს ვეძახი, ემუქრება მათ არსებობას, იგივე მოხდა საქართველოში. ქართულმა საზოგადოებამ, როგორც ამერიკელმა საზოგადოებამ საფრთხე იგრძნო, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გლობალურ დონეზე იქნება დიდი ცვლილებები, მათ შორის ფერისცვალება იქნება ევროპაშიც, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის ტყვეობაშია. გოგა ხაინდრავამ პარალელი გააბა საქართველოს არჩევნებთან და აღნიშნა, რომ ისევე როგორ ქართველმა ხალხმა, ამერიკელებმაც იგრძნეს საფრთხე, რომელიც ლიბერალური ფაშიზმიდან მოდის და გააკეთეს სწორი არჩევანი.

„მსოფლიოში ძალიან შერყეული იყო ამერიკის პოზიციები და საერთოდ სახე დაკარგული ჰქონდა. მე მაგას პორნო-ლიბერალიზმს ვეძახი, რისი მქადაგებელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაცია. ტოტალური სიცრუის სამყარო შეიქმნა. აღმოჩნდა, რომ ეს სამყარო არ არის ერთგვაროვანი. იქით აღმოჩნდა ქვეყნები, რომლებმაც ეს არ მიიღეს. ევროპა ამის ტყვეობაშია, დღეს იწყებს გამოფხიზლებას და ჩვენ დავინახავთ უახლოეს ხანში, როგორი ფერისცვალება იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამერიკაში მოხდა, ტრამპმა კი არ გაიმარჯვა, ამერიკელმა ხალხმა გაიმარჯვა, ისეთ შტატებში სადაც არასოდეს არ მოუგიათ „რესპუბლიკელებს“ იქაც კი გაიმარჯვა. ტოტალური გამარჯვება მოხდა. ეს რამ განაპირობა, ამერიკელი საზოგადოება, ამერიკელი ხალხი გამოფხიზლდა და დაინახა, რომ ის კატასტროფა, რასაც პორნო-ლიბერალიზმს ვეძახი, ემუქრება მათ არსებობას, მათ მომავალს მათ შვილებს. იგივე მოხდა საქართველოში. 200 ათასი ხმით მეტი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. წარმოიდგინეთ, 12 წლიანი მმართველების მერე, ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ამდენი ხანი პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლების სათავეში, ეს საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებს, აღარ უნდათ რა. მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ, როგორც ამერიკელმა საზოგადოებამ საფრთხე იგრძნო. მიხვდა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი, ეს ტოტალური სიცრუე, რომელსაც ცდილობდნენ მოეხვიათ საზოგადოებისთვის თავს, ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ქართულმა საზოგადოებამ დღეს ირწმუნა, რომ მარტო არ არის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები