ზურაბ ქადაგიძე: „ნაცმოძრაობის“ აქტივი გახარიას და „ლელოს“ ბარიერის გადალახვაში დაეხმარა, დაავალეს ზურაბიშვილს, რომ ამათი ტანდემი შექმნილიყო და შირმა შეექმნათ თითქოს „ნაცმოძრაობის“ გარდა სხვა ოპოზიციაც არსებობს

დავალება გაიცა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი გახარიას და „ლელოს“ ბარიერის გადალახვაში დაეხმარა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად ეს პარტიები დეკლარირებული პარტნიორები არიან და წარმოადგენენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ნაცმოძრაობა“ თავისი ბნელი ისტორიით არის მკვდრადშობილი ოპოზიციური პარტია. წარმოიდგინეთ, მარტო „ნაცმოძრაობა“ რომ იყოს პარლამენტში, მისი როგორც ოპოზიციის წონა და პოლიტიკოსები წონა ნულია, რადგან საზოგადოება ამას კარგად აფასებს, მეცხრე არჩევნები წააგეს. აქ იყო საჭირო შირმა – ლეღვის ფოთლის ფუნქციის შემსრულებელი პარტიები, როგორიცაა „ლელო “და გახარია, რომ ამ ადამიანებს მეხამრიდის როლი შეესრულებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ კამპანიაში პოლიტიკური კრიზისების დროს. სადაც კი „ნაცმოძრაობას“ და მათ მიშამადიდებლურ იდეოლოგიას დასჭირდა, ყველგან პარტნიორობა გაუწიეს „ლელომ“ და გახარიამ. დღეს ფუთავენ ისე თითქოს სიტუაციური პარტნიორები არიან, ამ დროს დეკლარირებული პარტნიორები არიან და დიახ, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. დაავალეს სალომე ზურაბიშვილს, რომ რამენაირად ამათი ტანდემი ყოფილიყო. შესულიყვნენ პარლამენტში და შირმა შეექმნათ თითქოს „ნაცმოძრაობის“ გარდა სხვა ოპოზიციაც არსებობს. ოთხივე პარტია, [რომლებმაც არჩევნებზე ბარიერი გადალახეს] ფსევდოევროპული ღირებულებებით შეფუთული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები