აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პრეზიდენტი ბაიდენი 5 ნოემბერს საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა თავისი მზადყოფნა უზრუნველყოს [ძალაუფლების] მშვიდად გადაცემა და ხაზი გაუსვა ქვეყნის გასაერთიანებლად მუშაობის მნიშვნელობას. მან, ასევე, მიიწვია პრეზიდენტად არჩეული ტრამპი თეთრ სახლში მასთან შესახვედრად. პერსონალი უახლოეს მომავალში მოახდენს ზუსტ თარიღზე კოორდინაციას“, – განაცხადა წყარომ.