ლაშა კასრაძე: პოლიტიკური ხასიათი ყალიბდება ისეთი, რომ უკრაინაში ომი უნდა შეჩერდეს, რესპუბლიკურ პარტიაშიც ენთუზიაზმი დაწეულია ამ ომის მდგრადობის შენარჩუნების მიმართ
პოლიტიკური ხასიათი ყალიბდება ისეთი, რომ უკრაინაში ომი უნდა გაჩერდეს და აშშ-ის პოლიტიკურმა წყობამ კრემლთან რაიმე გამოსავალი უნდა იპოვოს, რომ ეს ომი შეჩერდეს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, რესპუბლიკურ პარტიაშიც ამ ომის მდგრადობის შენარჩუნების მიმართ კითხვის ნიშნებია.
„ძალიან საინტერესო კომენტარები გაკეთდა. მაგალითად მარკო რუბიო, რომელიც იყო ფლორიდის შტატის სენატორია და არჩევნების დროს მისი [დონალდ ტრამპის] პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო. ის იყო პროუკრაინელი ამერიკელი პოლიტიკოსი და დღეს ვუსმენთ მის შემდეგ კომენტარს: დადგა დრო, უკრაინის ომის გაგრძელება გადაიხედოს. ანუ, რესპუბლიკურ პარტიაშიც აბსოლუტურად არალოგიკურია, რომ ამ ომის გაგრძელება ან ისეთი სახით შენარჩუნება, როგორიც არის, ასე გაგრძელდეს, ასე დატოვონ. გასათვალისწინებელია ის, რომ ამას მარტო რუბიო ამბობს. რა თქმა უნდა ხასიათი შეცვლილია რესპუბლიკურ პარტიაში, ენთუზიაზმი დაწეულია ამ ომის მდგრადობის შენარჩუნების მიმართ და დიდი კითხვის ნიშნები გამოიკვეთება რესპუბლიკურ პარტიაში. პოლიტიკური ხასიათი ყალიბდება ისეთი, რომ ეს ომი უნდა გაჩერდეს და აშშ-ის პოლიტიკურმა წყობამ კრემლთან რაიმე გამოსავალი უნდა იპოვოს, რომ ეს ომი შეჩერდეს“, – აღნიშნა კასრაძემ.