კამალა ჰარისი – მხარდამჭერებს: მესმის, რომ განიცდით, მაგრამ არჩევნების შედეგები უნდა მივიღოთ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
ჰარისმა მათ არჩევნების შედეგების აღიარებისკენ და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებისკენ მოუწოდა.
„ვიცი, რომ ემოციების მთელ რიგს გრძნობთ და განიცდით. მე მესმის, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნების შედეგები.
არჩევნების შედეგები უნდა მივიღოთ. ცოტა ხნის წინ მე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მე მას ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს ხელისუფლების გადაცემაში და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით.
ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, რომ როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ამას ვაღიარებთ. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად, არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისაგან ან ტირანიისაგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას ცდილობს, მას პატივი უნდა სცეს. ამასთანავე, ჩვენ ვუერთგულოთ არა პრეზიდენტს ან პარტიას, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დონალდ ტრამპი გახდა.