გოგა ხაინდრავა – ტრამპის გამარჯვებაზე: ვფიქრობ, რომ ეპოქალური მასშტაბის მოვლენაა
კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ის დონალდ ტრამპის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც მოხდა.
„ვფიქრობ, რომ ეპოქალური მასშტაბის მოვლენაა და ყველაზე საამაყოა ჩვენთვის, რომ ამ მოვლენას საფუძველი საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა სახელმწიფომ დაუდო, პირველი ნაბიჯი გადადგა.
თქვენ წარმოიდგინეთ რა შტურმი მიდიოდა ტრამპზე, მის გარშემო რა ხდებოდა, რა არ დააბრალეს, რამდენი საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ. რა ხდებოდა პრესაში, პოლიტიკურ წრეებში, იმ პოლიტიკურ ელიტაში. ამ დონის ზეწოლა იყო ამ პატარა საქართველოზე, ზუსტად. ჩვენ ხომ გვახსოვს. მუშაობდა მსოფლიო მასშტაბის სიცრუის მანქანა საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საქართველოში ქართველების ოცნებამ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ამერიკაში ამერიკულმა ოცნებამ გაიმარჯვა, რომლის სახე იყო ტრამპი, ვინც სამი საკითხი დააყენა. ზუსტად იგივე, რაც საქართველოში. ეს არის მშვიდობა, ეს არის კეთილდღეობა და ეს არის ღირებულებები. ეს არის ის საფუძველი, რაზეც ნებისმიერი ქვეყანა დგას და ვითარდება. ამიტომ, ეს თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ხაინდრავამ.