ზოგჯერ ბრძოლას გარკვეული დრო სჭირდება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, – ასე მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ჰოვარდის უნივერსიტეტში შეკრებილ მხარდამჭერებს და მოუწოდა, რომ არასოდეს დანებდნენ.
„არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ სამყარო უკეთესი ადგილად აქციოთ. არ იდარდოთ. ხელების ჩამოშვების დრო არ არის. პირიქით, დროა, ხელები ავწიოთ. ეს არის ორგანიზების, მობილიზებისა და ჩართულობის დრო თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის და მომავლისთვის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ ერთად ავაშენებთ“, – თქვა ჰარისმა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ კამალა ჰარისის შემდეგ დონალდ ტრამპს ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ესაუბრა, გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.