ჭიათურის მერმა თანამდებობა დატოვა
ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა.
თუ რა მიზეზით დატოვა მან თანამდებობა მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც თავად აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ პაატა ნადირაძე ჭიათურის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე ის იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.