ვანო მერაბიშვილმა კლინიკა უკვე დატოვა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “ავერსის” კლინიკა უკვე დატოვა.
​როგორც დღეს მისმა ადვოკატებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, მათთვის უცნობი იყო თუ რატომ გადაიყვანეს ის საავადმყოფოში ან რა პროცედურების ჩატარება იგეგმებოდა.
“დღეს დილით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი “ავერსის” კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, ან რა პროცედურების ჩატარება იგეგმება. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა გახდა მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები