ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ავერსის” კლინიკაშია გადაყვანილი.
ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“დღეს დილით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი “ავერსის” კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, ან რა პროცედურების ჩატარება იგეგმება. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა გახდა მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები