თუკი დონბასი უფლებრივ სტატუსს შეიცვლის…
ბოლო პერიოდში არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება ქვეყნის აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი. მოვლენები სწრაფად ვითარდება და რუსეთის შეჭრამ ყირიმში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების წინააღმდეგობრივი მოძრაობები გამოიწვია. დღემდე რთული ვითარებაა ყირიმში, რადგან რუსეთი არსებულ სიტუაციას განიხილავს, როგორც ახალი სუბიექტის კანონიერ მიერთებას რუსეთის ფედერაციასთან. უკრაინა არ აღიარებს ფაქტს, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა და ამ ტერიტორიას ოკუპირებულად მიიჩნევს, ასევე მას ანექსირებულადაც თვლის, რადგან მიაჩნია, რომ ყირიმი ძალისმიერი მეთოდებით დაიპყრეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ დაწერილი სცენარით მოქმედებს. სიტუაცია დონბასში კიდევ უფრო ბუნდოვანია. რუსეთი უარყოფს რეგიონში რუსი სამხედროების ყოფნას, უკრაინის ხელისუფლება კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს . ბევრ კითხვებს ბადებს რეფერენდუმები, რომლებიც დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში ჩატარდა. ხალხის ნების გამოხატვის მიზნით დასმული იქნა შემდეგი კთხვა: ,,მხარს უჭერთ თუ არა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში?“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების მონაცემებით დიდმა უმრავლესობამ ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა , თუმცა დასმული კითხვის ორაზროვნების გამო მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ხალხი,რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეფერენდუმში , ბოლომდე ვერ აცნობიერებდა იმას, რასაც დაეთანხმა. ერთმა ნაწილმა დასმული კითხვა აღიქვა, როგორც ცალკე რესპუბლიკის ჩამოყალიბება, ზოგმა როგორც სუბიექტის გამოყოფა უკრაინის შემადგენლობიდან, დანარჩენებმა კი როგორც რუსეთის შემადგენლობაში კანონიერი შესვლა. უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული კუთხით, აღნიშნული რეფერენდუმი უკანონოა და შესაბამისად, არ შეიძლება მას კანონიერი უფლებრივი შედეგები ჰქონდეს. რადგან უკრაინის კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, რომელიც სახელმწიფოს მთავარ კანონად მიიჩნევა და უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს, უკრაინის ტერიტორიის შეცვლის საკითხი მხოლოდ მთლიანი უკრაინის რეფერენდუმის შემთხვევაში წყდება. ალბათ ღირს განვიხილოთ რა უფლებრივი სტატუსის შეცვლა შეიძლება დონბასში ახლა.
1. უკრაინის ფედერალიზაცია და ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების გამოყოფა უკრაინის ფედერაციის უფლებრივ სუბიექტად. ვფიქრობ, ყველას არ ესმის სიტყვა ,,ფედერაციის“ არსი და უკრაინის კონსტიტუციური მოწყობის შედეგები. ფედერალური სახელმწიფო – რთული კავშირის სახელმწიფოა, რომელიც სახელმწიფო წარმონაქმნებისგან შედგება და სუვერენული უფლებები აკისრია. ასეთი სახელმწიფოს ძირითადი დამახასიათებლებია:
კონსტიტუციური სუბიექტების, მმართველი ორგანოების სიმრავლე – ფედერაციის ორპალატიანი პარლამენტი, რომლის ერთი პალატაც ფედერაციის სუბიექტს წარმოადგენს.
*როგორც წესი, ფედერაციის სუბიექტს უფლება არ აქვს მისი შემადგენლობიდან გამოვიდეს.
* ფედერაციის იდეალური მოდელები ისტორიაში ცნობილია დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაერთიანებით ნებაყოფლობითი კავშირის საფუძველზე და არა, უნიტარული სახელმწიფოს დაყოფით. გარდა ამისა არსებულ სიტუაციაში ფედერალიზაციის იდეა უკრაინელების მიერ დასახელდა როგორც სხვა სახელმწიფოსი და ჩვენი ქვეყნის რეალობას არ შეესაბამება.
*დღეს უკრაინის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა, მისი ტერიტორიული მთლიანობა. ფედერალიზაცია კი პირიქით, მის დასუსტებას გამოიწვევს. ამ მომენტისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არ არის, გაანაწილოს ხელისუფლების ცენტრალური ორგანოს უფლებამოსილებები. გარდა ამისა, შეძლებს კი ეს ხელისუფლება არსებული ბიუროკრატიის და კორუფციის არმოფხვრას? ვფიქრობ რომ – არა.
2. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლად გამოცხადება. ეს ვარიანტი წინასწარ არის განწირული, რადგან რესპუბლიკის წარმატებული არსებობისთვის აუცილებელია ძლერი წინაპირობები, როგორიც არის კანონმდებლობა, აღმასრულებელი, სასამართლო და სხვა სახელმწიფო ორგანოები. გარდა ამისა, მზად უნდა ვიყოთ თვითდაფინანსებისთვის, რაც რთულად წარმომიდგენია. ასეთ სახელმწიფოს არც უკრაინა და არც ცივილიზებული სამყაროს უმეტესი ქვეყანა არ აღიარებს. ასეთი გამოყოფა ფაქტიურად დამღუპველი იქნება, რადგან მხრებზე უამრავი პრობლემა დააწვებათ, რელური დახმარება კი არსიდან არ ექნებათ – არც რუსეთიდან და არც უკრაინიდან.
3. მსოფლიო თანამეგობრობამ იცის დამოუკიდებლობის არაკანონიერი გამოცხადების მაგალითები. მაგალითად დნესტრიპირეთის მოლდავეთის რეპუბლიკა, რომელმაც 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღემდე არ არის აღიარებული. მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა და ასევე არაღიარებელმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ. ახლა იგი არსებითად ბლოკადაში იმყოფება, რადგან უკრაინამ და მოლდოვამ ჯერ კიდევ 2006 წელს მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქონლის და ტვირთის გადაადგილება დნესტრისპირეთის საზღვარზე უნდა მოხდეს მხოლოდ მოლდოვაში გაფორმებული დოკუმენტაციით, რაც გავლენას ახდენს დნესტრისპირეთის ეკონომიკაზე. არსებობს ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკებიც, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როლებიც მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აღიარა, რაც არსებითად ზღუდავს მათ საერთაშორისო უფლებრივ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ასეთ სახელმწიფოებს საომარი კონფლიქტების საშიშროება ემუქრებათ. დონეცკში უძრავი ქონების სიმრავლეა. ის, ვინც ახალ მოქალაქეობას მიიღებს, მათ, რუსეთის მიერ მათი კუთვნილი დოკუმენტაციის აღიარება დასჭირდებათ, რომელიც ამ ადამიანების პირადობას დაადასტურებს, ასევე მათი სახლების დოკუმენტაციას განათლების შესახებ და ა. შ. ასევე გართულდება სხვა რეგიონის კონტრაქტორებთან და მეწარმეებთან ურთიერთობა, ვინაიდან ეს ურთიერთთანამშრომლობა ახლა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმას იძენს აქედან გამომდინარე შედეგებით. გარდა ამისა, ჩერდება მთელი სახელმწიფო სისტემის მუშაობა, რადგან მოსამართლეებმა, გამომძიებლებმა, პროკურორებმა, ადვოკატებმა სხვებმა სახელმწიფოს წინაშე ფიცი უნდა დადონ, სხვა შემთხვევაში ვერ შეასრულებენ თავის პროფესიულ სამუშაოს. ნოტარიუსებს არ ექნებათ უკრაინის რეესტრთან წვდომა, შესაბამისად ვერ გააფორმებენ ხელშეკრულებებს და ა.შ. რეესტრების არარსებობის გამო გამომძიებლები ვერ დაადგენენ, ადამიანი ნასამართლევია თუ – არა. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, ადვოკატი რეგისტრირდება არა რუსეთის რეესტრში, არამედ ფედერაციის სუბიექტის იუსტიციის ტერიტორიალურ ორგანოში და მხოლოდ ერთი საადვოკატო პალატის წარმომადგენელია. ადვოკატის პალატის ცვლა, ძალიან რთული პროცესია. ამიტომ, ადვოკატები ფედერაციის სუბიექტის ერთ ტერიტორიაზე არიან მიკედლებულნი. ვთვლი, რომ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი დონბასის მცხოვრებლებს უკეთეს სიტუაციას არ მოუტანს. შესაძლოა კრიზისიდან გამოსავალი ხელისუფლების რეალური დეცენტრალიზაცია გახდეს, რაზეც ბოლო ხანებში ასე ხშირად საუბრობენ. იგი სახელმწიფო ხელისუფლებაში ძალაუფლებების გადანაწილებას გვთავაზობს. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი, კარგად გააზრებული. ამ მომენტისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მზად არ არიან თავის თავზე აიღონ უფლებამოსილებების ასეთი ფართო სპექტრი. აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს იმაზეც, რომ დეცენტრალიზაცია უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განხორციელდეს, რადგან სწორედ კონსტიტუცია ამყარებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ძალაუფლებებს.
ამგვარად, ვიდრე სამართლებრივ სტატუსს შევცვლით, აუცილებელია დეტალურად გავაანალიზოთ ასეთი ქმედების შედეგები.