რიმა ბერაძე – სალომე ზურაბიშვილზე: ეს ქალი არის ჩვენს ქვეყანაში ჩანერგილი პიროვნება, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, რამე დაუშავოს ქვეყანას
“სალომე ზურაბიშვილი, ვფიქრობ, არის ჩვენი სამარცხვინო მაგალითი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, რიმა ბერაძე აცხადებს.
ის აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისვლას ეხმაურება.
“პირადად მე არაერთგზის მითქვამს, რომ ეს ქალი არის ჩვენს ქვეყანაში ჩანერგილი პიროვნება, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, რამე დაუშავოს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ნებისმიერ ადგილას მისი მისვლა ან არ მისვლა არის ცარიელი ადგილი და საქართველოს მოსახლეობამ ის ჩარეცხა“, – აღნიშნავს ბერაძე.