“ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, ფაქტობრივად, არის ანგარიში, რომელიც არის მიწვევა ქვეყნების რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვისაკენ” – რომან კაკულია

“ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, ფაქტობრივად, არის ანგარიში, რომელიც არის მიწვევა ქვეყნების რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვისაკენ”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

„რამდენიმე ხნის წინ, გაზაფხული იყო მაშინ, გამოქვეყნდა ევროკავშირში სულ სხვა ტიპის ანგარიში, რომელსაც ერქვა “მზაობა ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის”. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნახოს. დოკუმენტი იმ 800 მილიარდის დახარჯვას ეხებოდა, რომელიც უნდა მოიძებნოს უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში და ჩვენ შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ევროკავშირი ემზადება რუსეთთან ომისათვის. ეს დოკუმენტი არის ამის აუცილებელი მაგალითი და ვისაც უნდა, გაერკვეს ამ ყველაფერში, ამ დოკუმენტს აუცილებლად უნდა იცნობდეს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც, პრინციპში, ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ ქვეყნებს უსახავს კონკრეტულ მიზნებს, რომ მილიტარიზაციის პროცესში ჩაერთონ მთელი თავიანთი სიმძლავრით. იქ საუბარია, როგორ უნდა მოხდეს კერძო სექტორის ჩართვა ამ შეიარაღებაში, საუბარია შესყიდვაზეც. თავიდან დიდი მსჯელობა იყო, ევროკავშირი თვითონ შეძლებს ამ შეიარაღებისთვის საჭირო წარმოების გააქტიურებას თუ ამერიკის იარაღის შესყიდვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა ისეთი რაღაცები ხდება, ჩვენ ხუთი წლის წინ რომ ვერც წარმოვიდგენდით. მოდით, ასეთი კუთხით დავფიქრდეთ იმაზე, რომ გარდაუვალია 2030 წლისთვის ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება. მე ამას ასე ვხედავ. ამიტომ ახლა გაფართოების ანგარიში, ფაქტობრივად, არის ანგარიში, რომელიც არის მიწვევა ქვეყნების რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვისაკენ. ანუ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მიწვევა, შეგიძლიათ თუ არა თქვენ და ხართ თუ არა თანახმა, იყოთ ბუფერული ზონა საომარ მოქმედებებში, რომელიც დაიწყება 2030 წლისათვის ჩვენსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები