ლევან მახაშვილი – ევროკომისიის ანგარიშზე: გაფართოების პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან მიდგომას

“გაფართოების პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან მიდგომას,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი, რითაც უნდა დაეწყოთ კომისიის წარმომადგენლებს, არის იმ ძალადობის დაგმობა, რაც 4 ოქტომბერს მოხდა.

„გაფართოების პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან მიდგომას. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ამის ნაცვლად ვხედავთ ასეთ უსამართლობას. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გავიაროთ სამართლიანი ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე. პირველი, რითაც უნდა დაეწყოთ კომისიის წარმომადგენლებს, არის იმ ძალადობის დაგმობა, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ და რომლის უკანაც, არაერთი ხაზი მიდიოდა ბრიუსელამდე“, – მიიჩნევს მახაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ პროგრესს მიაღწიეს – საქართველომ ვერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები