ირაკლი ქადაგიშვილი: ტოტალური დაპირისპირება არჩევნებთან, ხალხის ნებასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, არ უნდა გახდეს ნორმა

“ტოტალური დაპირისპირება არჩევნებთან, ხალხის ნებასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, არ უნდა გახდეს ნორმა,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 3 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

“მიზანია, ქვეყანაში აიკრძალოს და დამკვიდრდეს ის სტანდარტი, რომ ტოტალური დაპირისპირება არჩევნებთან, ხალხის ნებასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, კონსტიტუციურ ინსტიტუტებთან არ გახდეს ის ნორმა, რა ნორმასაც ჩვენ ვუყურებთ. ეს ტოტალური დაპირისპირება კონსტიტუციის, დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს მიზანი აქვს სწორედ ამ სარჩელს. ეს პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც სწორედ ამას ახორციელებენ,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 3 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის საკითხზე, პარლამენტის 88 წევრის სარჩელი გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები