გიორგი ვოლსკი – ევროკომისიის ანგარიშზე: ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული

“წმინდა პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტია შექმნილი, იმისთვის რომ დენთის სუნი შენარჩუნდეს საქართველოში, “ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„ევროპას სხვა მიზნები აქვს, სხვა გეგმები აქვს და, რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული. ეს არის ისეთი ვითარების შექმნა საქართველოში, როდესაც რევოლუციური პროცესი განაპირობებს მარიონეტული ხელისუფლების მოყვანას და იმ ინსტრუქციების შესრულებას, რაც საქართველოში ნგრევის შეუქცევად პროცესს განაპირობებს“, – აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ პროგრესს მიაღწიეს – საქართველომ ვერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები