შავლეგო ტაბატაძემ სოფელ გუმათში მცირე კონტიგენტიანი საჯარო სკოლა გახსნა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სოფელ გუმათში მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა გახსნა. აღნიშნულ სკოლაში ამ ეტაპზე 16 მოსწავლე ისწავლის. იქნება 2 კლას–კომპლექტი. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 422 307 ლარი შეადგინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალ სასწავლო წელს კომფორტულ გარემოში, რომ იწყებთ. შენობა სადაც გასულ წლებში სწავლობდით იყო ავარიული და შეუსაბამო სასწავლო პროცესისთვის. დღეს კი ეს პრობლემა აღარ დგას და თქვენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებთ სწავლას. ეს პროექტი ნამდვილად არის წარმატებული რეგიონებში და იმ სოფლებში სადაც დღემდე სკოლები არ არსებობდა. მოსწავლეებს ყოველ დღეს უწევდათ რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განათლებული თაობა და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მრავალი სასიკეთო რეფორმა თუ პროექტი განახორციელოს”,- აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.
მცირე ეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში იმერეთში დღეს უკვე მეორე სკოლა გაიხსნა. ამავე პროექტით, 17 სექტემბერს საჯარო სკოლა იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში გახსნა.