სოფელ დუისში, დაგეგმილი ღონისძიება „პანკისობა 2018“ ჩაიშალა
პანკისში, სოფელ დუისში, დაგეგმილი ღონისძიება „პანკისობა 2018“ ჩაიშალა.
ამასთან, დღეს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში კონცერტიც, აღარ გაიმართება.
ახმეტის მუნიპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნა გაითვალისწინეს და „პანკისობა 2018“ გააუქმეს.
ამასთან, დუისში სადაც ღონისძიება უნდა გამართულიყო, ერთ-ერთ ადგილზე მსუბუქი მანქანა რამდენიმე ბავშვს და ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. იქ შეკრებილ ხალში კი პანიკა ატყდა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად გადაიყვანეს.