ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა.
საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის შეფასებით, საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ კონტექსტში მან მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგებს აქტიური ქმედებებისთვის.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავაც განაგრძობს ევროკავშირთან ინტეგრაციის, საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ამ მხრივ მან სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საპარლამენტო საქმიანობა გააცნო.
ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული გამოწვევები მომავალში სათანადო დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები