ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, კარლ ჰარტზელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტისა და ევროკავშირის დელეგაციის დღის წესრიგზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალ ფორმატებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები