“ჯონ ბოლტონი გახლავთ საქართველოს მეგობარი და აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია, განვამტკიცოთ აშშ-საქართველოს მყარი სტრატეგიული ურთიერთობები”

ჯონ ბოლტონი გახლავთ საქართველოს დიდი მეგობარი; მას აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის ძალიან მყარი სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და აშშ-ს შორის და სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, – ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას, ისევე, როგორც კოლეგებს თეთრ სახლში, აქვთ კონკრეტული ხედვები, როგორ გამყარდეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად და ახალ დონეზე გადავიდეს.
“ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც არის საქართველოში – რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე, იმ როლზე, რასაც აშშ-ი ასრულეებს, რონ ჩვენ ერთობლივი ძალებით გადავლახოთ ეს გამოწვევები საქართველოში. ამავე დროს, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, ამ თვალსაზრისითაც გამოწვევები იზრდება. შევეხეთ ეკონომიკურ საკითხებსაც. ეკონომიკურ განზომილებაში ჩვენი ურთიერთობების გამყარება და განმტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, რომელიც გავაცანით ბატონ ბოლტონს. სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებაშიც,რომ ეკონომიკურ განზომილებაში არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც ერთობლივი ძალისმევით აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართვეელოს მეგობრებს თავი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით ძალიან დადებითი განწყობა აქვთ და ვიზიტის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები ყველა უწყებასთან, რომლებზეც ეს იდეა განვითარდება.
“განწყობა ძალიან დადებითია. არსებობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, მომზადებული ოთხი დიდი კომპანიის მიერ, სადაც კონკრეტულ ციფრებზეა საუბარი, როგორ შეიძლება ეს დადებითად აისახოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები