ზესტაფონის მერმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება არგვეთის საჯარო სკოლიდან მიულოცა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წელი შეფერხების გარეშე დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ზესტაფონელ მოსწავლე-ახალგაზრდობას, პედაგოგებსა და მშობლებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება, სიმბოლურად, სოფელ არგვეთის საჯარო სკოლიდან მიულოცეს.
არვეთის საჯარო სკოლა ავარიული მდგომარეობის გამო ამჟამად კერძო შენობაშია განთავსებული.
„ვულოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს განათლების მიღების ღირსეული პირობები. მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, მათ შორის მილენიუმის პროგრამის ფარგლებშიც. ვიმედოვნებთ, არგვეთის სკოლის მოსწავლეებიც დროულად დაუბრუნდებიან თავიანთ სკოლას.” – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
სასწავლო წლის დასაწყისი მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტით აღინიშნა, რომელშიც ადგილობრივი მუსიკოსები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.