ახმეტაში გველმა მამაკაცი დაკბინა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 41 წლის მამაკაცი გველმა დაკბინა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა, რის შემდეგაც მას ქვეწარმავალმა ქვედა კიდურზე უკბინა. მამაკაცი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ხათუნა ზურიკაშვილმა განუცხადა, დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ჩაუტარდა, შემდეგი გართულების თავიდან აცილების მიზნით კი ის თბილისში გადაიყვანეს. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება