იმერეთი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – “დავასუფთაოთ საქართველო” შეუერთდა
იმერეთის რეგიონი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – “დავასუფთაოთ საქართველო” შეუერთდა. მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომელში 1000–მდე მოხალისე ჩაერთო.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ხარაგაულში ჩავიდა და დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო. როგორც მან აღნიშნა, სუფთა გარემოს შენაჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, რეგიონში პერმანენტული აქციები მოეწყობა, რომლებშიც თავადაც აქტიურად ჩაერთვება. აქციაზე მუნიციპალიტეტბში ტურისტული ობიექტები, მდინარეების სანაპიროები და სხვადასხვა ადგილები დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილიც შეუერთდა, იგი თერჯოლაში იმყოფებოდა.
კამპანია სექტემბრის თვეში ტარდება და მასში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.