აბაშაში, სიმინდის მოსავლის აღება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში,  სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლის აღება მიმდინარეობს.  ე.წ. ანჯელის მასივში  სიმინდის ნათესები 6500-მდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ  სადაც შესაძლებელი იყო  სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება,  ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად  მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.

როგორც ფერმერები აცხადებენ, ასეთი კარგი მოსავალი მრავალი წელია არ მიუღიათ. მოსავლის აღების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები  მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების  გეოგრაფიული არეალი  კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები