ბოლნისის პარკში ერთ-ერთი შენობის კედელი მოიხატა

“მზესუმზირები“,- ასე ჰქვია მოზაიკურ ნამუშევარს, რომელიც Erasmus + -ისა და GYE -ს ერთობლივი პროქტის, „მზარდი ლიდერები, მზარდი ცვლილებები, მწვანე-ქალაქი“, ფარგლებში შეიქმნა.
პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფინანსური დახმარებით განხორციელდა, რომელზეც ბოლნისელმა სტუდენტებმა, ანა უგრეხელიძემ და მარიამ დემურაშვილმა, ბოლნისის ახალგაზრდული კლუბის მოხალისეებთან ერთად იმუშავეს.
პროექტის გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა, რომელმაც ახალგაზრდა მოხალისეებს ნამუშევარი მოუწონა და მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.
,,მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ულამაზესი ნამუშევრისთვის, რომელიც ნამდვილად ამშვენებს ჩვენს პარკს. დიდი შრომა ჩადეთ ,,მზესუმზირების“ შექმნაში და რაც ყველაზე მთავარია, ეს გააკეთეთ ენთუზიაზმითა და მოხალისეობრივად, ჩამოაყალიბეთ ახალგაზრდული კლუბი და მათ წევრებს მოზაიკის შექმნის ტექნიკა ასწავლეთ. მინდა სამომავლოდ ჩემი მხარდაჭერა აღგითქვათ. სწორედ თქვენნაირი ახალგზარდების ხელშეწყობა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები